მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ნატალია გავრილიცამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა.
მისი თქმით, მოლდოვა ახალ ფაზაში შედის, რომლის საფუძველშიც უსაფრთხოებაა.
გავრილიცამ შესაბამისი განცხადება ბრიფინგზე გააკეთა.
„თანამდებობაზე წელიწადნახევრის განმავლობაში ყოფნის შემდეგ გადადგომის შესახებ ვაცხადებ… მთავრობას სახლში, მოლდოვაში, იმდენივე მხარდაჭერა რომ ჰქონოდა, რამდენიც ევროკავშირში, ბრიუსელში, გაცილებით მეტს მივაღწევდით”, - განაცხადა ნატალია გავრილიცამ.
„თანამდებობაზე ამ 18 თვის განმავლობაში უწყვეტ კრიზისებში ვხელმძღვანელობდით. მოლდოვის რესპუბლიკა ახალ ეტაპში შედის, რომელშიც პრიორიტეტს უსაფრთხოება წარმოადგენს”, - განაცხადა გავრილიცამ.
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ გავრილიცას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. სანდუს თქმით, თანამდებობისთვის ახალ კანდიდატს საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ წარადგენს.