საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს მთავრობათა სამიტში, რომელიც დუბაიში გაიმართება.
ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით მიმართავს სამიტის მონაწილეებს. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა.