ზურაბიშვილი ნიკოს ქრისტოდულიდისს კვიპროსის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი ნიკოს ქრისტოდულიდისს კვიპროსის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. სალომე ზურაბიშვილი ერებს შორის კავშირებისა და თანამშრომლობის უფრო გაღრმავებას იმედოვნებს.

„ჩვენს ქვეყნებს, ევროპული ოჯახისაკენ (მიმავალი) საერთო წარსული და საერთო ღირებულება აქვთ. ველი თქვენთან ერთად მუშაობას, რათა ჩვენს ერებს შორის თანამშრომლობა და კავშირები უფრო ძლიერი და ღრმა გახდეს.

მადლობას ვუხდი ნიკოს ანასტასიადესს საქართველო-კვიპროსს შორის პარტნიორობის გაღრმავებისთვის გაწეული ძალისხმევისა და ჩვენს ევროპულ გზაზე საქართველოს მუდმივი მხარდაჭერისთვის“, - ნათქვამია პრეზიდენტის Twitter პოსტში.