მოლდოვამ საჰაერო სივრცე დახურა - Reuters

მოლდოვის საჰაერო სივრცე სამშაბათს დაიხურა და დაგეგმილი ფრენები გაუქმდა, განაცხადა ავიაკომპანია Air Moldova-მ.

იუწყება Reuters-ი.

კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტის წყარომ სააგენტოს განუცხადა, რომ გადაწყვეტილება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების გამო მიიღეს.

„ძვირფასო მგზავრებო, ამ წუთებში მოლდოვის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე დაკეტილია. ჩვენ ველოდებით ფრენების განახლებას“, - წერს მოლდოვის მთავარი ავიაკომპანია Air Moldova Facebook-ზე.

მოლდოვას მთავრობას კომენტარი არ გაუკეთებია.

უკრაინულმა მხარემ მოლდოვას გადასცა კრემლის გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ 13 თებერვალს.

„ეს არის მოკლევადიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო მომზადების მქონე პირთა მიერ სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმას და მძევლების აყვანას“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა ბრიფინგზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვამ რუსეთის გეგმა მოიპოვა, რომლის თანახმად, კრემლი მოლდოვაში დესტაბილიზაციას გეგმავდა.