უკრაინა რუსეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ შეფერხებაში ადანაშაულებს

15 თებერვალს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეფერხებაში დაადანაშაულეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის წარმომადგენლები სისტემატურად აფერხებდნენ უკრაინული მარცვლეულის გადამზიდავ გემების შემოწმების პროცესს.

უკრაინამ მოუწოდა გაეროს და თურქეთს, როგორც შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გარანტორებს, მოსთხოვონ რუსეთს, დაუყოვნებლივ გადაჭრან შეფერხებების საკითხი და რუსეთის მცდელობები, გამოიყენოს საკვები იარაღად პორტების ბლოკირებით.

შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, გაეროს მიერ მხარდაჭერილი შეთანხმებაა, რომელსაც ივლისში უკრაინამ, რუსეთმა და თურქეთმა მოაწერეს ხელი, რათა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი რუსეთის შეჭრის ფონზე განბლოკოს. 2022 წლის ნოემბრის მდგომარეობით, მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში ქვეყნიდან 9,5 მილიონი ტონა მარცვლეული დატოვა.