რუსეთი დიდ ზარალს განიცდის უკრაინის აღმოსავლეთ დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში. კრემლის მიერ მხარდაჭერილი კერძო დაქირავებული ჯგუფი და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო ჯგუფები, რომლებიც მოქმედებენ აღმოსავლეთ უკრაინაში, ზოგიერთი თავდასხმის ქვედანაყოფების დაახლოებით 80%-ს კარგავენ. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა.
მალიარმა ასევე განაცხადა, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება ძალიან დაძაბული და მძიმეა უკრაინული ძალებისთვის.
„თქვენ თავად ხედავთ, რა სახის ომს აწარმოებს რუსეთის ფედერაცია,” - განაცხადა მალიარმა და აღნიშნა, რომ უკრაინული ძალები აფერხებენ რუსეთის წინსვლას რეგიონში.