უკრაინული მხარის ინიციატივით, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა. ლიდერებმა ყაზახეთსა და უკრაინას შორის ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს. შესაბამის ინფორმაციას ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.
მისივე ცნობით, ყაზახეთსა და უკრაინას შორის ჰუმანიტარული კავშირების საკითხები განიხილეს.
პრეზიდენტმა თოყაევმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ყაზახეთის პოზიცია რუსეთსა და უკრაინას შორის შეიარაღებული კონფლიქტის გაეროს წესდებისა და საყოველთაოდ აღიარებული სამართლის საერთაშორისო ნორმების საფუძველზე დიპლომატიური გადაწყვეტის შესახებ“, - აღნიშნულია ყაზახური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.