NATO, ევროკავშირი და უკრაინა სამმხრივ შეხვედრას პირველად გამართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ერთმანეთს 21 თებერვალს ბრიუსელში შეხვდებიან.
შეხვედრა ალიანსის შტაბ-ბინაში გაიმართება, რის შემდეგაც დაგეგმილია პრესკონფერენცია.
„ველი იენს სტოლტენბერგთან და ჯოზეფ ბორელთან შეხვედრას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა უკრაინის და ევროპის დაცვისთვის”, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმადმიტრო კულებამ.
ცნობისთვის, 20 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ევროკავშირის საბჭოს სხდომის გახსნამდე კულება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შეხვდება, რის შემდეგაც ევროპელი მინისტრები მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრს ნიკუ პოპესკუს ცალკე შეხვდებიან.