აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პოლონეთში ვიზიტის დროს უკრაინაში ჩასვლა არ იგეგმება.
„ვიზიტის დროს პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა ამჟამად არ არის დაგეგმილი. პრეზიდენტი ბაიდენი ვარშავაში გაემგზავრება“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
თეთრი სახლის ოფიციალური ინორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი პოლონეთს ოფიციალური ვიზიტით 20 თებერვალს ეწვევა.