სოციალურ ქსელ Facebook-ის მფლობელი კომპანია Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა დააანონსა, რომ ვერიფიკაციის (მომხმარებლის ნამდვილობის დამადასტურებელი/დამოწმების ნიშანი) ნიშნის მოპოვება ფასიანი იქნება.
მისი განმარტებით, ახალი ფუნქცია ავთენტურობისა და უსაფრთხოების გასაზრდელად გააქტიურდება.
ფასი $11.99-დან დაიწყება ვებზე ან $14.99 ყოველთვიურად iOS-ზე.
ფუნქცია თავდაპირველად ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში იქნება ხელმისაწვდომი, შემდეგ კი, სხვა ქვეყნებშიც გააქტიურდება.
განმარტებისთვის: ამ ნიშნის მოპოვება სავალდებულო არ არის.