ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2024 წლამდე გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ გაახანგრძლივა სანქციები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინაში მისი სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაწესდა. თავდაპირველად რუსეთს სანქციები დაუწესდა 2022 წლის 23 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის ლუგანსკის და დონეცკის ოლქების რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების აღიარების საპასუხოდ. სანქციები პირველად ოქტომბერში გაგრძელდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა სექტემბრის ბოლოს უკრაინის ოთხი ოლქის ანექსია გამოაცხადა.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა ჯოსეპ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი 20 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილეს და რომ ეს ზომები უახლოეს მომალავში უნდა დამტკიცდეს.