იტალიამ რუს ოლიგარქებს 2 მილიარდი ევროს ღირებულების ქონება ჩამოართვა

იტალიის ხელისუფლებამ რუს ბიზნესმენებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ქონება ჩამოართვა, ამის შესახებ იტალიის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანმა განაცხადა.

„ჩვენ ასევე გვინდა, ვიყოთ უკრაინის აღდგენის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე. იტალია იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც რუს ოლიგარქებს ყველაზე მეტი სახსრები გაუყინეს. საუბარია 2 მილიარდ ევროზე, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს უკრაინის რეკონსტრუქციისთვის. ჩვენ მოვაწყობთ ღონისძიებას რომში უახლოეს კვირებში, რათა განვავითაროთ გეგმა და მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი კომპანია“, - განუცხადა მინისტრმა La Stampa-ს.