ცაგერში მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს მეწყერში მოყოლილი კაცი, რომელიც ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების, ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერის ჩამოწოლის დროს ავტომობილში იმყოფებოდა. სამძებრო სამუშო 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე ზვავი წუხელ ჩამოწვა.
სოფლების 200-მდე მკვიდრი გარესამყაროს მოწყდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სოფლებთან დაკავშირება ალტერნატიული გზით მოხდება.