2023 წლის იანვარში აზერბაიჯანის გავლით სატრანზიტო ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ 843 000 ტონა შეადგინა, რაც 57%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, - წერს ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის იანვარში გადაზიდული საქონლის მოცულობა 306 000 ტონით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე: „რკინიგზით 535 000 ტონა საქონელი, ხოლო საავტომობილო ტრანსპორტით 308 000 ტონაა გადაზიდული“.