პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ რუსეთი არის იმპერია, რომელსაც კოლონიური ამბიციები აქვს. მას სურს, დაიმორჩილოს სხვა ერები და ქვეყნები, ამის საუკეთესო მაგალითია დღეს უკრაინა, მაგრამ არიან სხვა ქვეყნებიც - 2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. ამის შესახებ დუდამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი შეფასებით, თუ უკრაინა გაუძლებს რუსეთის იმპერიულ ამბიციებს, მაშინ რუსეთს მოუწევს, შეაჩეროს ეს იმპერიული ამბიციები“.
2008 წელს, რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. დღეს მუდმივი პრობლემაა მოლდოვაშიც, რადგან იქ დნესტრისპირეთში რუსული ჯარები არიან განლაგებულნი. რუსეთმა თავისი ჯარები სირიაში შეიყვანა. რუსეთი მსოფლიოში ბევრ ქვეყანაში დესტაბილიზაციას ახორციელებს. უკრაინა განიცდის რუსეთის მხრიდან ფრონტალურ შეტევას, მაგრამ ეს იმის დემონსტრირებაა, რომ რუსეთი აღადგენს თავის იმპერიულ ამბიციებს და უნდა შეაჩეროს ეს. თავისუფალმა სამყარომ უნდა აიძულოს რუსეთი, რომ შეაჩეროს ეს“, - აღნიშნა ანდჯეი დუდამ.
სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს უკრაინას, რადგან გვჯერა, რომ თუ უკრაინა გაუძლებს რუსეთის იმპერიულ ამბიციებს, მაშინ რუსეთს მოუწევს, შეაჩეროს ეს ამბიცები“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში.