აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტი კიევში, წარმოუდგენლად მძლავრი სიგნალია, ეს არის პოლიტიკური და სტრატეგიული სიგნალი", - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს ვიზიტი „უგზავნის სიგნალს თავისუფალ სამყაროს დაცვის და NATO-ს თავდაცვის, მისი ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დაცვის შესახებ.
მისივე თქმით, ეს იყო მნიშვნელოვანი გზავნილი პოლონელი ხალხისთვის.
პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე განუცხადა, რომ თანამედროვე იარაღი უკრაინისთვის რუსეთისგან თავდასაცავად მთავარია.
CNN-ის კითხვაზე, მოიცავს თუ არა ეს საბრძოლო თვითმფრინავებს, მან უპასუხა: „თუ ასეთი საჭიროებაა, რა თქმა უნდა, დიახ“.