ფინეთი უკრაინას Leopard 2-ის ტიპის სამ ტანკს გაუგზავნის და ამასთან ერთად, ჯარისკაცებსაც მოამზადებს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ფინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეს განცხადება რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლისთავის წინა დღეს გაკეთდა.
ფინეთმა შეჭრის დაწყებიდან უკრაინას 750 მილიონ ევროზე მეტი დახმარება გამოუყო.
ფინეთი უერთდება ევროპული ქვეყნების მზარდ კოალიციას, მათ შორის გერმანიას, ესპანეთსა და ნორვეგიას, რომლებიც უკრაინას ტანკებს დაჰპირდნენ.