ევროკავშირის წარმომადგენლობა: უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს

უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა, - ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook გვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ უკრაინა იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ევროპა ეფუძნება.

„ერთი წლის წინ, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო.

ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენი ერთიანობა თანამოაზრე პარტნიორებთან ურყევია და ერთად ვახორციელებთ უპრეცედენტო ქმედებებს.

უკრაინა იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ევროპა ეფუძნება. უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა.

უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. დიდება უკრაინას!“, - აღნიშნულია განცხადებაში.