„ეს არის საქართველო, დიდება გმირებს” - ამ სლოგანით საქართველოს პარლამენტთან უკრაინის სოლიდარობის აქცია იმართება.
„დიდება უკრაინას” - ამ სლოგანით შეუერთდნენ საქართველოში მცხოვრები უკრაინელები პარლამენტთან შეკრებილებს.
მედიის ცნობით, სოლიდარობის აქციის მონაწილეებს კიევიდან ჩაერთვება უკრაინის დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო.
მანამდე, შეკრებილებს მიმართავენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და პოლიტიკოსები.
გამოსვლელებს შორისაა უკრაინელი მოქალაქეც.