სანამ რუსეთი არ დაიშლება, ომი ვერ შეჩერდება, ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
„მე მაქვს ჩემი ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი. სანამ რუსეთი არ არის დაქუცმაცებული, სანამ ჩვენ გვემუქრება ეს გიჟური მეზობელი, ვერანაირი ომი ვერ შეჩერდება. მინდა, ეს ყველას გვახსოვდეს", - განაცხადა დანილოვმა.
მისივე თქმით, საომარი მოქმედებების შეწყვეტა არ ნიშნავს ომის დასრულებას.
„გახსოვთ, როგორ დაიდო მინსკ-1 და მინსკი-2 შეთანხმებები. ახლა ისინი ამტკიცებენ, რომ რაღაც გეგმა ჰქონდათ. მათ არაფერი ჰქონდათ“, - აცხადებს დანილოვი.
ცნობისთვის, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით შეძლებს, 2023 წელი გახადოს რუსული აგრესიის დასრულების, მშვიდობის დაბრუნებისა და მისი მიწისა და ხალხის რუსული ტყვეობიდან გათავისუფლების წელი.