საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 თებერვლის №81 დადგენილებით ცვლილებები შევიდა 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილებაში.
მიეი მიხედვით, უკრაინის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა 2 წლამდე გახანგრძლივდა.
24 თებერვლის დადგენილებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს. ცვლილებები დადგენილებაში, „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“, ახალი დოკუმენტის გამოქვეყნებისთანავე შევიდა.
ცვლილების მიხედვით, დანართში მითითებული ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული ერთი წლის ვადით ყოფნის უფლება აქვთ, გარდა უკრაინის მოქალაქეებისა. დადგენილებაში ცვლილების მიხედვით კი, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 2 წლის ვადით ყოფნის უფლება მიეცათ.