CIA-ს დირექტორი უილიამ ბარნსი აცხადებს, რომ რუსეთსა და ირანს შორის ალიანსი სწრაფად, სახიფათო მიმართულებით ვითარდება, რაც შემაშფოთებელია.
„ჩვენ ვიცით, რომ ირანელებმა უკვე მიაწოდეს რუსებს ასობით თვითმფრინავი, რომელსაც ისინი იყენებენ უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ტკივილის მისაყენებლად. ჩვენ ვიცით, რომ მათ მიაწოდეს საბრძოლო მასალა არტილერიისთვისაც და ტანკებისთვისაც“, - განაცხადა ბარნსმა CBS-ის ეთერში.
მისივე თქმით, CIA ასევე ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი ირანელებს სარაკეტო პროგრამაში დახმარებას სთავაზობს და, ამის სანაცვლოდ სულ მცირე განიხილავს გამანადგურებელი თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობას.
ბარნსის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „ზედმეტად დარწმუნებულია" თავის შესაძლებლობებში, გაანადგუროს უკრაინა. მან ნარიშკინთან დისკუსიას უწოდა "საკმაოდ იმედგამაცრუებული", მაგრამ ამავე დროს აღნიშნა, რომ უფრო მეტი გაიგო რამდენიმე ძირითადი პუნქტების შესახებ.