ყაზახეთმა რუსეთში სავაჭრო წარმომადგენლობა დახურა

ყაზახეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთში ქვეყნის სავაჭრო წარმომადგენლობის ლიკვიდაციის შესახებ.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Zakon.kz შესაბამის დოკუმენტზე დაყრდნობით იუწყება.

ვაჭრობის სამინისტრომ ეს ნაბიჯი იმით ახსნა, რომ ოფისის ამოცანები უკვე შესრულებულია. ამიტომ, ოპტიმიზაციის ფარგლებში, მისი თანამშრომლები სხვა ქვეყნებში განთავსდებიან.

სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის ფუნქციონირებაზე ყაზახეთში ან ზოგადად, ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე. სამინისტრო აცხადებს, რომ „რუსეთის ფედერაცია რჩება ყაზახეთის „მთავარ სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორად“.

ყაზახეთმა და რუსეთმა სავაჭრო წარმომადგენლობითი ოფისების შექმნის შესახებ შეთანხმებას 1992 წლის ოქტომბერში მოაწერეს ხელი. ყაზახეთმა შეთანხმების რატიფიცირება 2012 წელს მოახდინა.

სავაჭრო წარმომადგენლობითი ოფისი ყაზახ ექსპორტიორებს რუსეთის ბაზარზე შესვლასა და რესპუბლიკაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში ეხმარებოდა.