საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნა უკვე დასკვნით ეტაპზეა - კულება

საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნა უკვე დასკვნით ეტაპზეა. ამის შესახებ RBC-Ukraine უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი კულებას განცხადებას ციტირებს.

მისი შეფასებით, პოლიტიკურ მომენტის საკითხია, ის როდის გაემგზავრება საქართველოში. „ელჩის ყოფნა-არყოფნა - ეს ყოველთვის პოლიტიკური სიგნალია“, - აღნიშნავს კულება.

მისი თქმით, უკრაინას არაფერი გაუკეთებია საქართველოსთან ურთიერთობების გასაფუჭებლად.

„პირიქით, ბევრი ინვესტიცია ჩავდეთ იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარებულიყო. მე შემიძლია, გითხრათ, რომ თუკი უკრაინელ ხალხს, სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობა რჩება უცვლელი და პოზიტიური, ჩვენ ამის თქმა არ შეგვიძლია საქართველოს მთავრობის შესახებ, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

მან ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის საკითხზეც.

დმიტრო კულებას თქმით, სააკაშვილს ნელ-ნელა კლავენ.

„მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, რაც უნდათ ის იფიქრონ, მაგრამ ჩემთვის, როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელისთვის, ის არის უკრაინის მოქალაქე. მე ვიბრძოლებ მისთვის ისევე როგორც ჩვენ ვიბრძვით თითოეული მოქალაქისთვის, რომელიც განსაცდელში ჩავარდება“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.