ფინური მედიის ცნობით, ქვეყანა რუსეთთან საზღვარზე ღობის მშენებლობას იწყებს. მუშებმა ხეების ჭრა იმატრის საზღვრის ორივე მხარეს უკვე დაიწყეს.
მესაზღვრეები სამკილომეტრიანი მონაკვეთის პირველ რიგში საცდელ რეჟიმში შემოღობვას გეგმავენ. ეს იქნება ერთგვარი ექსპერიმენტი, რომელიც აჩვენებს, გაუძლებს თუ არა აშენებული ღობე ზამთრის ყინვას, თოვლის დატვირთვას და იმ ადამიანების ზეწოლას, რომლებიც, ფინეთის ხელისუფლების განცხადებით, შესაძლოა, აღმოსავლეთიდან შეეცდებიან ქვეყანაში შესვლას.
ფინეთის გეგმებზე რუსეთთან საზღვრის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ღობის აშენების შესახებ, 2022 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 1,3 ათასი კმ სიგრძის ღობის აშენება ორ-სამ წელიწადში იგეგმებოდა. ფინეთის ხელისუფლების გეგმის მიხედვით, ღობე რუსეთთან საზღვრის 10-20%-ს უნდა მოიცავდეს. სტრუქტურის ხანგრძლივობის ვადა სავარაუდოდ, 50 წელია.