პოლონეთის მთავრობამ ხელი მოაწერა ჩარჩო კონტრაქტს იარაღების მწარმოებელ კომპანია Huta Stalowa Wola-სთან, რაც დაახლოებით 1000 ქვეითი საბრძოლო მანქანის (IFVs) და დაახლოებით 400 თანმხლები მანქანის მიწოდებას გულიხმობს ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა, რომ პირველი ოთხი Borsuk IFV წლის ბოლომდე იქნება მიწოდებული. ისინი თანდათან ჩაანაცვლებენ საბჭოთა ეპოქის BWP-1 IFV-ებს.
„იმედი მაქვს, რომ პოლონეთის შეიარაღებული ძალები ძალიან მალე აღიჭურვება ახალი IFV-ებით“, - განაცხადა ბლაშჩაკმა და აღნიშნა, რომ ”IFV-ების დრო, რომელსაც პოლონეთის შეიარაღებული ძალები აქამდე იყენებდნენ, დასრულდა“.