სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადების საფუძველი უქმდება და ჩნდება ალტერნატიულ შრომით სამსახურში ჩანაწერი – სასულიერო პირი, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არსებული 18 თვის ნაცვლად დღეს არის 12 თვით ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა და ეს შრომა არის ანაზღაურებადი.
„ანუ, ადამიანები, ვინც ამ სივრცეში იყვნენ, განურჩევლად რელიგიური კონფესიისა, იქნება ის მართლმადიდებელი, თუ სხვა, გადავადების საფუძვლით, ანუ ამ კონკრეტული კანონით ხდებოდა ადმინისტრირება და ახლა, მოხდება მათი ალტერნატიულ შრომით სამსახურში გადანაცვლება
. ანუ, არაფრის შეცვლა ამ კუთხით არ მომხდარა. ალტერნატიული შრომითი სამსახური დღესაც არსებობს და თუ ადამიანი აცხადებს, რომ რწმენის, ან სინდისის გამო ის უარს ამბობს მაგალითად, იარაღის ხელში აღებაზე, ის გაივლის ალტერნატიულ შრომით სამსახურს. მაგალითად, თავშესაფრებში, სანიტრად სამედიცინო დაწესებულებებში და ა.შ“, – განაცხადა გიორგაძემ საქართველოს პირველი არხთან.