პოლონეთი ონლაინ საგადასახადო სისტემის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა, იანუშ ჩიეზინსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი დგას ჰაკერული თავდასხმის უკან, რომელმაც ონლაინ საგადასახადო სისტემაზე მომხმარებლებს წვდომა დაუბლოკა. პოლონური მხარის ცნობით, ჰაკერული თავდასხმისას გადასახადის გადამხდელთა მონაცემების გაჟონვა არ მომხდარა.
„გუშინდელ თავდასხმაზე რუსები არიან პასუხისმგებელი“, - განაცხადა პოლონეთის ოფიციალურმა პირმა.