ზაპოროჟიეზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ზაპოროჟიეზე თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ ხუთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მანამდე უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გადარჩენილ ცხრა ადამიანს შორის ორსული ქალიც იყო.