აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის რუს კოლეგას განუცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც კიევს დასჭირდება.
ბლინკენმა სერგეი ლავროვთან ინდოეთში, G20-ის სამიტის ფარგლებში ხანმოკლე შეხვედრა გამართა.
ერთი წლის წინ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ისინი პირისპირ საუბრობენ.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, დელიში დისკუსია 10 წუთზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა.
ბლინკენმა ასევე განუცხადა ლავროვს, რომ რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს პოლ უელანი, დაპატიმრებული ამერიკელი მოქალაქე და რომ რუსეთი კვლავ უნდა შეუერთდეს ახალი START-ის ბირთვული იარაღის კონტროლის ხელშეკრულებას, რომლიდანაც ცოტა ხნის წინ გამოვიდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელს არ უთქვამს, როგორ უპასუხა ლავროვმა ბლინკენს, მაგრამ თქვა, რომ არ არსებობს რაიმე მინიშნება იმისა, რომ რუსეთი უახლოეს პერიოდში კურსს შეცვლის.
G20-ის მოლაპარაკებებში დომინირებს მწარე უთანხმოება უკრაინის გამო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ბლინკენმა ითხოვა ლავროვთან საუბარი, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრია.
უკანასკნელად მხარეები ჟენევაში, 2022 წლის იანვარში შეხვდნენ.