პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა, რასაც წინ უძღოდა ხმაური და დაპირისპირება როგორც შენობის შიგნით, ისე მის გარეთ.
კანონპროექტს აპროტესტებდნენ ოპოზიციის, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.