საქართველოს სამხრეთ კავკასიის საკითხებში, აშშ-ის მთავარი მრჩეველი ლუის ბონო ეწვევა

საქართველოს სამხრეთ კავკასიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მრჩეველი, ლუის ბონო ეწვევა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა გააკეთა.

მისი განცხადებით, ლუის ბონო მომავალ კვირას ჩამოვა.

"იქნება რეგულარული მოგზაურობა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში. ბ-ნი ბონო გეგმავს შეხვედრებს მაღალჩინოსნებთან, რათა მხარი დაუჭიროს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს და ჩვენ მდგრად ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

როგორც უკვე აღვნიშნე, ვიზიტის ფარგლებში ის სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას ეწვევა. ის ამ თანმიმდევრობით გაემგზავრება ბაქოში, ერევანში, თბილისშიც", - თქვა პრაისმა.