რუსეთი პასუხს აგებს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის, - ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის შეხვედრა გაიმართა.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინისათვის აუცილებელი მხარდაჭერა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო შოლცს მისი მტკიცე და ძლიერი ლიდერობისთვის. ამას გულწრფელად ვამბობ. ამან შეცვალა მსოფლიო. ერთად ჩვენ შევასრულეთ პირობა. გერმანიამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამხედრო მხარდაჭერა გაუწია უკრაინას. ასევე, ვიტყოდი, რომ გარდა სამხედრო მხარდაჭერისა, იყო დიდი მორალური მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბაიდენმა.