ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. შესაბამისი განცხადება უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მთავარმა დეპარტამენტმა გააკეთა.
„მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან 13 დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს, მათ შორის არის 8 თვის ბავშვის ცხედარი“, - ნათქვამია ანგარიშში.
მუნიციპალურმა სამსახურებმა 853 ტონაზე მეტი სამშენებლო ნარჩენი ამოიღეს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ფსიქოლოგები და უკვე გაუწიეს დახმარება 100 ადგილობრივ მცხოვრებს და დაზარალებულთა ახლობლებს.
შეგახსენებთ, რომ ნანგრევებიდან თერთმეტი ადამიანი გამოიყვანეს.