ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს დელეგაციასთან ერთად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენას - ITB Berlin 2023-ს ოფიციალურად გახსნის.

„წელს საქართველო გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი. 6 მარტს, გამოფენის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის მეთაური, საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. ტურისტული გამოფენა - ITB Berlin 2023 7-9 მარტს გაიმართება“, - წერია ინფორმაციაში.