რიკერის შემცვლელი, სამხრეთ კავკასიაში პირველ ვიზიტს იწყებს

აშშ-ის უფროსი მრჩეველი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუი ბონო აზერბაიჯანში ჩავიდა, იუწყება Report ბაქოში აშშ-ის საელჩოზე დაყრდნობით.

მოსალოდნელია, რომ უფროსი მრჩეველი შეხვდება მთავრობის წარმომადგენლებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლისთვის. მოგვიანებით ის სომხეთსა და საქართველოშიც გაემგზავრება.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბონოს ვიზიტზე სამ მარტს ისაუბრა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროს მრჩევლად, ფილიპ რიკერის შემცვლელად ლუის ბონო თებერვლის დასაწყისში დანიშნა.