ელჩი დეგნანი: ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა

„უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონს ნამდვილად ექნება უაღრესად დამაზიანებელი გავლენა და გამოიწვევს იმ ორგანიზაციების მუშაობის შეჩერებას, რომლებიც კარგ საქმეს აკეთებენ ქართველების, ამ ქვეყნის დასახმარებლად“, - შესაბამისი განცხადება ამერიკის ელჩმა მედიასთან გააკეთა.
 
ელჩის შეფასებით, ეს კანონი არ არის საჭირო და აშშ მოუწოდებს პარლამენტს, გადასინჯოს ეს კანონპროექტი. კელი დეგნანის თქმით, მსგავსი კანონი არ შეესაბამება საქართველოს საუკეთესო ინტერესებს.
 
„ჩვენ არ ვწყვეტთ ჩვენს ძალისხმევას და მოვუწოდებთ მთავრობას, არ მიიღოს ეს კანონმდებლობა. შეერთებულმა შტატებმა, გაერომ, ევროკავშირმა, ევროპის საბჭომ და საქართველოს ბევრმა მეგობარმა გამოხატეს ღრმა შეშფოთება ამ კანონმდებლობის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას მოახდენს, გააჩუმებს დამოუკიდებელ მედიას და განსხვავებულ ხმებს, ისევე, როგორც მსგავსი კანონმდებლობის საფუძველზე მოხდა რუსეთში და მის მსგავს ქვეყნებში. ამიტომ, მოვუწოდებთ პარლამენტს, გადახედოს ამ კანონპროექტს.

ეს არ არის აუცილებელი. საკმარისი გამჭვირვალობა არსებობს იმის თაობაზე, თუ როგორ გამოიყენება აქ უცხოური დახმარება. ამ კანონმდებლობას ნამდვილად ექნება დამანგრეველი გავლენა, რომ შეაჩეროს ქართული ორგანიზაციები და ჯგუფები, რომლებიც კარგ საქმეს აკეთებენ, რათა დაეხმარონ სხვა გაჭირვებულ ქართველებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს კანონმდებლობა არ არის საჭირო და მოვუწოდებთ პარლამენტს, გადახედოს და გაიწვიოს ეს კანონმდებლობა. ეს არ არის აუცილებელი და არც საქართველოს საუკეთესო ინტერესებში შედის“, - განუცხადა ელჩმა მედიას.