ენტონი ბლინკენის თანაშემწე ხვალ თბილისში საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ტოდ რობინსონი საქართველოში ჩამოდის. 7 მარტს, 09:30 საათზე, რედისონში გაიმართება მეათე საიუბილეო გახსნა საერთაშორისო კონფერენციისა - „ქალები პოლიციაში", რომელსაც დაესწრებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ტოდ რობინსონი და ელჩი დეგნანი.

ინფორმაციისთვის, ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდაცვის საკითხებში მდივნის თანაშემწე ტოდ რობინსონმა ფიცი 2021 წლის 30 სექტემბერს დადო.

ხსენებულ ბიუროში დანიშვნამდე რობინსონი ვაშინგტონში, დასავლეთ ნახევარსფეროს საქმეთა ბიუროში ცენტრალური ამერიკის უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე მსახურობდა.

ელჩი რობინსონი იყო საქმეთა დროებითი რწმუნებული კარაკასში, ვენესუელაში, სადაც 2017 წლის 18 დეკემბრიდან 2018 წლის 22 მაისამდე მსახურობდა, როდესაც პრეზიდენტმა მადურომ გააძევა.

რობინსონი 2014 წლის 16 სექტემბრიდან 2017 წლის 20 სექტემბრამდე ასევე აშშ-ის ელჩი იყო გვატემალის რესპუბლიკაში. რობინსონი არის კარიერული დიპლომატი.

უფრო ადრე მუშაობდა მდივნის თანაშემწის მოადგილედ იმავე ბიუროში, სადაც ახლა თანაშემწის პოზიცია უკავია.

2009 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა გვატემალაში აშშ-ის საელჩოში მისიის უფროსის მოადგილედ. მანამდე იყო გენერალური კონსული და მთავარი ოფიცერი ბარსელონაში, ესპანეთში, აშშ-ის საკონსულოში. ასევე, აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური განყოფილების უფროსი ალბანეთში, ტირანაში.

ვაშინგტონში, ელჩი რობინსონი მსახურობდა დეპარტამენტის ოპერაციულ ცენტრში და ყოფილი სახელმწიფო მდივნის ოლბრაიტის სპეციალური ასისტენტის თანაშემწედ.

ელჩი რობინსონი პროფესიონალი ჟურნალისტი იყო, სანამ საგარეო სამსახურს შეუერთდებოდა.