ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ „უცხო გავლენის“ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას, რომელიც საქართველოს უმრავლესობის არჩევანია.
„ძლიერ შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის ფუნდამენტია.
„უცხო გავლენის“ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას, რომლისკენაც სვლაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს“, - წერს მიშელი Twitter-ზე და აღნიშნავს, რომ კანონის უზენაესობისა და ადამიანის ღირებულებებისადმი ერთგულება არის ევროკავშირის პროექტისთვის გასაღები.