კიევი ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდება თბილისში მიმდინარე მოვლენებს.
უკრაინის საგარეო უწყება აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დადებას აპირებს ე.წ. „უცხოური აგენტების” კანონპროექტზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიის ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” გამოაცხადებს.
- „ვიზიარებთ ევროკავშირის პოზიციას, რომ „უცხოური აგენტების” კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებსა და სტანდარტებს, სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს. როგორც სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის, საქართველომ მყარად უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, კერძოდ, მშვიდობიანი პროტესტის უფლება”.
„ვიზიარებთ ევროკავშირის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ კანონპროექტი მისი ამჟამინდელი რედაქციით ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებსა და სტანდარტებს. სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს მის მისწრაფებაში გააგრძელოს საქართველოს ევროპული მომავლის განვითარება”, - წერია განცხადებაში.