ევროკავშირი პოლიტიკური ძალებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების აუცილებლობას შეახსენებს. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის წარმომადგენლობამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.
„მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით",- ნათქვამია განცხადებაში.