საქართველოში საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის გაწვევას მიესალმება.
„მივესალმები უცხოური გავლენების კანონის პროექტის გამოწვევასთან დაკავშირებით განცხადებას. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მხარი დავუჭიროთ საქართველოს რეფორმებს მის ევროპულ გზაზე. მოვუწოდებთ საქართველოში ყველა აქტორს, იმუშაონ ერთად, როგორც პარტნიორებმა, ამ მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.
მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი ის იყო, რომ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დამდგარიყო.