რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოში ჩასვლისგან თავი შეიკავონ, - განცხადებას ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
"თუკი თქვენ უკვე იმყოფებით აღნიშნულ ქვეყანაში, მოერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, კერძოდ, თბილისისა და ბათუმის ისტორიულ ცენტრებს.
დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში ტურისტებისთვის ასოციაცია "ტურდახმარების" ტელეფონი მუშაობს. ტურისტებს, რომლებიც ინდივიდუალურად მოგზაურობენ შეუძლიათ მიმართონ საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციას. შვეიცარიის საელჩო საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესებს წარმოადგენს, - ნათქვამია განცხადებაში.