„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი ინიციატორებმა პარლამენტიდან გაიწვიეს

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი ინიციატორებმა პარლამენტიდან გაიწვიეს. „ხალხის ძალის“ დეპუტატების წერილობითი მიმართვა, რომლებიც კანონპროექტის ინიციატორები არიან, ბიუროს სხდომას წარედგინა, რომელმაც მოთხოვნა დააკმაყოფილა.

პროექტის თანახმად, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებოდნენ, გენერალური პროკურორისთვის მიემართათ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოეთხოვათ.

ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.