აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი სასიხარულოს უწოდებს ცნობას იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ გააუქმა შემოთავაზებული კანონპროექტები, რომლებიც პაუერის შეფასებით, „არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის მუშაობას გაართულებდა“.
ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.
პაუერის შეფასებით, საქართველოს მოსახლეობამ ნათლად აჩვენა, რომ სურს ქვეყანა, სადაც დაცულია თავისუფალი გამოხატვის უფლება; ქვეყანა სადაც არის თავისუფალი პრესა და ქვეყანა, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გზაზე დგას.