საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ვაშინგტონში იმყოფება, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანს შეხვდა. აუდიენციის შესახებ პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა.
„მადლობა აშშ-ს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის, ასევე, დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროკავშირში ინტეგრაციისადმი მისი ერთგულებისთვის“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.