უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პრემიერ-მინისტრთან სანა მარინთან განიხილა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები, უკრაინის აღდგენა, ასევე, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები, რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მშვიდობის ფორმულისა საკითხები
"ჩვენი დღევანდელი მოლაპარაკების მთავარი თემა იყო თავდაცვა და უსაფრთხოება. ეს არის პრიორიტეტი. მადლობელი ვარ ფინეთის მხარდაჭერისთვის უკრაინას, ჩვენს სატანკო კოალიციაში ეფექტიანი მონაწილეობისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გავაძლიარებთ თანამშრომლობას ამ მიმართულებით, ჩვენი ერების ინტერესების შესაბამისად, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, უკრაინის, ფინეთისა და ჩვენი ევროპელი მეზობლების სუვერენიტეტისთვის“, - აცხადებს ზელენსკი.