გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ აცხადებს, რომ „გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მის ევროპულ გზაზე, რაც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებასაც მოიცავს“.
„მადლობელი ვარ თქვენი მკაფიო და ძლიერი პოზიციისთვის თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად. საქართველოს მოსახლეობამ ევროპის გზა აირჩია. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მის ევროპულ გზაზე, რაც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებასაც მოიცავს“, - აცხადებს შტაინმაიერი.