ოლექსი დანილოვი: რუსეთს ეწურება მომზადებული იარაღის მარაგი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი მიიჩნევს, რომ რუსეთს ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი იარაღის მარაგი ეწურება. შესაბამისი განცხადება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსიი დანილოვმა Twitter-ზე გააკეთა.

„რაკეტები და სამხედრო ტექნიკა ათწლეულების განმავლობაში გროვდებოდა. გათვლები იყო ბლიცკრიგისთვის და არა ბლიცუტილიზაციისთვის“, - წერს დანილოვი.