ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, 11 მარტისთვის ბახმუტში რუსეთის წინსვლაზე დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს. ამის შესახებ ინსტიტუტის ახალ ცნობებშია საუბარი.
მისივე თანახმად, უკრაინული და რუსული წყაროები განაგრძობენ ქალაქში მძიმე ბრძოლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, მაგრამ „ვაგნერის“ ჯგუფის მებრძოლები, სავარაუდოდ, სულ უფრო მეტად ჩერდებიან ურბანულ რაიონებში, როგორიცაა AZOM-ის ინდუსტრიული კომპლექსი. მას უჭირს მნიშვნელოვანი წინსვლის მიღწევა.
აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი ბახმუტი შვიდ თვეზე მეტია, რუსეთის მთავარი სამიზნეა.
11 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ დაჯგუფების სპიკერმა სერხი ჩერევატიმ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა ბოლო ერთი დღის განმავლობაში ბახმუტში მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს.
ჩერევატის ცნობით, 221 ჯარისკაცი დაიღუპა და 314 დაიჭრა.
უკრაინული და რუსული ძალები დიდ დანაკარგებს ხედავენ. რუსეთის თავდასხმა ბახმუტზე დიდწილად ეყრდნობა კერძო სამხედრო კომპანია Wagner Group-ს.
მიუხედავად დაძაბულობისა ბახმუტში, უკრაინამ გადაწყვიტა, არ გაეყვანა ჯარები ქალაქიდან.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო ცნობით, „ვაგნერმა" დაიპყრო აღმოსავლეთ ბახმუტის უმეტესი ნაწილი.
ამასთან, მდინარე, რომელიც ქალაქის ცენტრში მიედინება, ახლა ფრონტის ხაზს წარმოადგენს. დაზვერვის ვარაუდით, „ვაგნერის" ძალებისთვის უაღრესად რთული იქნება წინსვლა, რადგან უკრაინამ საკვანძო ხიდები გაანადგურა.